“რამდენიც უნდათ, იარონ მელიქიშვილიდან რუსთაველამდე, არჩევნებზე ბედი საარჩევნო უბნებზე წყდება და არა მელიქიშვილზე და რუსთაველზე” – მახაშვილი

“რამდენიც უნდათ, იარონ მელიქიშვილიდან რუსთაველამდე, არჩევნებზე ბედი საარჩევნო უბნებზე წყდება და არა მელიქიშვილზე თუ რუსთაველზე”, – ამის შესახებ, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობა მათ “ნაცმოძრაობის] დაძახებულზე გარეთ არ გამოდის.

“ამიტომ, სურვილი აქვთ, დაძაბულობის კერები გააჩინონ, ხელისუფლებას შეცდომები დააშვებინონ და ამით ემოციებზე ითამაშონ, იქნებ, მოსახლეობა გარეთ გამოიყვანონ. ეს მათი მარტივი მიზანია. შევეცდებით, დაპირისპირებას, შეხლა-შემოხლას თავი ავარიდოთ. ჩვენ არავისთან მივდივართ. ვინმე თუ ვინმესთან მიდის, ის რადიკალური ფრთაა, რომელთაც საარჩევნო შტაბთან მივარდნა ტრადიციად გაიხადეს. რამდენიც უნდათ, იარონ მელიქიშვილიდან რუსთაველამდე, არჩევნებზე ბედი საარჩევნო უბნებზე წყდება და არა მელიქიშვილზე თუ რუსთაველზე“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები