“ფინელებმა დაამტკიცეს, რომ აქ შემთხვევით არ არიან; ჩვენც დაახლოებით იმავე პოზიციაში ვიმყოფებით” – თორნიკე შენგელია
“ფინელებს რაც შეეხება – ყველამ ვიცით, თუ როგორი ძლიერი გუნდია, მათ ბევრჯერ შევხვედრივართ, თუმცა, არასდროს შევხვედრივართ სრული შემადგენლობით”, – ამის შესახებ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტის ნახევარფინალში, ფინეთთან გასამართი მატჩის შესახებ საუბრისას განაცხადა.
“მათ დაამტკიცეს კიდევ ერთხელ, რომ აქ შემთხვევით არ არიან – მოუგეს სერბებს. ეს, ალბათ, მათი ეროვნული ნაკრებისთვის ერთ-ერთი უდიდესი წარმატება იყო და, ასევე, ჩვენც დაახლოებით იმავე პოზიციაში ვიმყოფებით, – დავამარცხეთ საფრანგეთი, პირველად ისტორიაში, გავედით მეოთხედფინალში და ჩვენთვის, ორივესთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში,” – განაცხადა თორნიკე შენგელიამ.
საქართველოსა და ფინეთის ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.