რუსთავში ავარიის შედეგად დაშავდა ქალი, რომელიც მოტოციკლს მართავდა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ერთმანეთს მოტოციკლი და “მიცუბიშის” მარკის ავტომობილი დაეჯახნენ.
მომხდარის შედეგად, დაშავდა ქალი, რომელიც მოტოციკლს მართავდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.