„ნაცმოძრაობა“ თავის ამპლუაშია; ძალადობრივი შინაარსი არათუ გვერდზე გადადეს, არამედ უკვე საჯაროდ აანონსებენ, რაც კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა” – წილოსანი

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის ამპლუაშია. ძალადობრივი შინაარსი არათუ გვერდზე გადადეს, არამედ უკვე საჯაროდ აანონსებენ, რაც კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა. იმედია, მათ ამ მოწოდებებისთვის ადრე თუ გვიან პასუხი გაეცემათ”, – ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იკრიბებიან, რადიკალების მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში უხეში ჩარევა ხდება, რაც კანონდარღვევაა.

“როგორც ბოკუჩავას, ასევე სხვებს საშუალება აქვთ, თავისი სიგიჟეები თქვან. ამომრჩეველი კარგად ხვდება, რა ძალასთან გვაქვს საქმე და ვინ გვეძალება, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვიდნენ. მათ ნული შანსი აქვთ, როგორც რევოლუციის, ასევე ანტიკონსტიტუციური მოქმედების, რასაც ყოველ დღე აწარმოებენ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები