სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის 7 რაიონში გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა
ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 19 და 20 მაისს კახეთის რეგიონში 1600 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა.
ცენტის ინფორმაციით, აქტიური ზემოქმედება მიმდინარეობდა შეზღვუდვების ფონზე, რაც გამოწვეული იყო ცაში არსებული მაღალი საჰაერო ტრაფიკის გამო.
„19 და 20 მაისს მთელი დღის განმავლობაში ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთდასავლეთის მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე განსაკუთრებით სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, ხოლო სეტყვის მარცვლის ზომა 20მმ აჭარბებდა. ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, თელავისა და დედოფლისწყაროს რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა“, – აცხადებენ ცენტრში.
როგორც „კვირას“ ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრიდან აცნობეს, სულ 340 ერთეულამდე რაკეტა გაისროლეს, მათივე ცნობით, აქტიური ზემოქმედების შედეგად განადგურებისგან დაცული იქნა 180 000 ჰა ფართობის სავარგულები.