„ქარო, სად მისწვდე, მიიღე ამბავნი არ სამრუდენი“ – ქეთევან წამებული XVII-XVIII სს ქართულ და ევროპულ მწერლობასა და ისტორიულ წყაროებში“ – მონოგრაფიის წარდგენა გაიმართება

27 ნოემბერს,  14:00 საათზე, ლიტერატურის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში გაიმართება მაია ნაჭყებიას მონოგრაფიის – „ქარო, სად მისწვდე, მიიღე ამბავნი არ სამრუდენი“… ქეთევან წამებული XVII-XVIII სს ქართულ და ევროპულ მწერლობასა და ისტორიულ წყაროებში” –  პრეზენტაცია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი გამოცემულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში (№ SP-23-825).
მონოგრაფია წარმოადგენს შირაზში, 1624 წელს, ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოცემას. ნაშრომში განხილული და გაანალიზებულია შემდეგი საკითხები:
ეპოქის ისტორიული მიმოხილვა: პოლიტიკური ვითარება საქართველოსა და ევროპაში; ბაროკოს ეპოქა ლიტერატურაში;
მონოგრაფიაში განხილული და გაანალიზებულია თეიმურაზ პირველის პოემა („წამება ქეთვან დედოფლისა“, 1628), ქეთევანისადმი მიძღვნილი ანდრეას გრიფიუსის („ქეთევან ქართველი“… , 1647) და სლოვაკი ავტორის („კატერინა ქართველთა დედოფალი“… 1701) დრამატული ნაწარმოებების როგორც ლიტერატურათმცოდნეობითი პრობლემები, ისე წყაროთმცოდნეობითი საკითხები. განხილულია ქეთევან დედოფლის ფისტიკაური „ამას ვსტირ“.., როგორც ანბანთქების ჟანრის სათავე ამ პერიოდის ქართულ ლიტერატურაში;
ქეთევან წამებული, როგორც ბაროკოს ეპოქის მორალური გმირი ქართულ და ევროპულ ლიტერატურაში;
ქეთევან დედოფლის აღმსარებლობის საკითხი ევროპულ წყაროთა შუქზე: ქეთევანის კათოლიკური ეკლესიის წმინდანად შერაცხვის მცდელობასთან დაკავშირებული პერიპეტიები, პოლიტიკური მიზეზები და ისტორიული ფონი; ვატიკანის მიერ წმინდანთა კანონიზაციის იმდროინდელი იურიდიული პრაქტიკა;
ქეთევან წამებული XVIII საუკუნის ქართულ აგიოგრაფიულ მწერლობაში;
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები და იკონოგრაფია;
ქეთევან წამებულის XIX – XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში.
დამსწრეებს გადაეცემათ წიგნის ეგზემპლარები

მის: კოსტავას №5.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები