„კარგი გადაწყვეტილებაა“ – მაკრონი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების უფლებაზე

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო „კარგი გადაწყვეტილება“ და ნება დართო უკრაინას გამოიყენოს აშშ-ის მიერ წარმოებული იარაღი რუსეთის შიგნით დარტყმისთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ ომში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ჩართვის გამო გადადგა.

„რუსეთი ერთადერთი ძალაა, რომელმაც მიიღო ესკალაციური გადაწყვეტილება… ეს ნამდვილად ამ შესვენებამ გამოიწვია აშშ-ის გადაწყვეტილებამდე“, – განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს რიო-დე-ჟანეიროში G20-ის სამიტის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები