თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები ლიეტუვის ორ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ

ლიეტუვაში, ვილნიუსში გამართულ საერთაშორისო ფესტივალის “Kultūrų Dialogas” (კულტურის დიალოგი) გახსნისა და XIX საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის “Pokrov Bells” დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კონსერვატორიის სტუდენტები: დავით აკოფიანი (ვიოლინო), მილენა ჯალალბეკოვა (ვიოლინო), გიორგი გურგენაძე (ჩელო), მარიკა კუხიანიძე (ფორტეპიანო).
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, საერთაშორისო ფესტივალი “Kultūrų Dialogas”  2004 წელს სლავური ტრადიციული მუსიკის სკოლის ინიციატივით დაარსდა.
პროგრამის მიზანია ცოცხალი კონტაქტების დამყარება, რომელიც ხელს უწყობს მჭიდრო კავშირებს და აფართოებს კულტურულ საზღვრებს ქვეყნებს შორის, სიკეთისა და სიყვარულის გავრცელება მთელს მსოფლიოში, ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და ცხოვრებაში შანსის მიცემა ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის.
https://www.facebook.com/kulturudialogas
____
ფესტივალი „Pokrov Bells“ არა მხოლოდ გამორჩეული კულტურული მოვლენაა, არამედ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი წყაროა ლიეტუვას და სხვა ქვეყნებისთვის.
ფესტივალი, მეცხრამეტე წელია, ახარებს თავის ერთგულ აუდიტორიას უნიკალური პროგრამებით, სადაც ნაჩვენებია როგორც ლიეტუვის, ისე უცხო ქვეყნების ფოლკლორული ტრადიციები. მაყურებელს მიეცა შესაძლებლობა, მიეღო სიამოვნება ხალხური სიმღერებისა და ტრადიციული ქორეოგრაფიის უნიკალური ნიმუშებით სომხეთის, ლატვიის, პოლონეთის, ლიეტუვის, ნორვეგიის, საქართველოს, უკრაინისა და გერმანიის ფოლკლორული ანსამბლების მიერ.
https://www.facebook.com/PokrovBells

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები