ბრაზილიაში პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ ქვეყნის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას და მისი ვიცე-პრეზიდენტის, ჯერალდო ალკმინის მკვლელობის, ასევე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

დაკავებული არიან სპეცრაზმის ოთხი ჯარისკაცი და ერთი პოლიციელი.

მედიის ცნობით, სამხედროები რიო-დე-ჟანეიროში დააკავეს, სადაც G20-ის ლიდერების სამიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ.

პოლიციის ცნობით, ბრალდებულების სამიზნეები 2022 წლის ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ახლად არჩეული პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა და ვიცე-პრეზიდენტი, ჯერალდო ალკმინი იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები