ალექსანდრე მოწერელია გუნდის მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერლია ზუგდიდში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს და პროცესში ჩართულ ყველა უწყებას მადლობას უხდის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისთვის. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, გიორგი შენგელია აუცილებლად გაამართლებს საზოგადოების ნდობას და მასზე დაკისრებულ მოვალეობას კეთილსინდისიერად შეასრულებს:
,,მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას, იმ ნდობისთვის რაც მათ ჩვენი გუნდის მიმართ გამოიჩინეს, ზუგდიდის მერის არჩევნებზე. მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეებს იმ მოთმინებისა და სიმშვიდისთვის რაც მათ ჰქონდათ ამ პერიოდში.
ზუგდიდმა, ნამდვილად ღირსეული ზუგდიდელი აირჩია გეგა შენგელიას სახით, რომელიც დარწმუნებული ვარ აუცილებლად გაამართლებს ნდობას და მასზე დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს კეთილსინდისიერად და ამომწურავად. ჩვენ ერთად განვახორციელებთ ყველა პროექტს და მაქსიმალურად მოვაგვარებთ ყველა საჭიროებას რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და უწყებას, რომელიც ჩართული იყო საარჩევნო პროცესის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფაში” – აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული.