ცესკო: ამ დროის მონაცემებით, ზუგდიდში „ქართული ოცნება“ ლიდერობს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზუგდიდში, მერის რიგგარეშე არჩევნების
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ნაწილი გამოაქვეყნა.

13 ოქმის მიხედვით, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია ლიდერობს.

101-ე საარჩევნო უბანზე სანდრა რულოვსს 131 ხმა აქვს მიღებული, გეგა შენგელიას კი 208 ხმა.

21-ე საარჩევნო უბანზე სანრა რულოვსს 162-მა ადამიანმა მისცა ხმა, გეგა შენგელიას – 233;

13-ე საარჩევნო უბანზე სანრა რულოვსს 210 ხმა აქვს, გეგა შენგელიას კი 330.

49-ე საარჩევნო უბანზე სანდრა რულოვსი 326 ხმით ლიდერობს, გეგა შენგელიას ხმა 264-მა ამომრჩეველმა მისცა.

52-ე უბანზე სანდრა რულოვსმა 43 ხმა მოაგროვა, გეგა შენგელიას კი ოქმის მიხედვით ხმა 80-მა ადამიანმა მისცა.

რაც შეეხება 46-ე საარჩევნო უბანს სანდრა რულოვსს 233 ხმა აქვს, გეგა შენგელიას კი 303.

65-ე საარჩევნო ოლქის მონაცემების მიხედვით, სანრა რულოვსს მხარი 290-მა ადამიანმა დაუჭირა, გეგა შენგელიას – 314.

66-ე უბანს რაც შეეხება, სანდრა რულოვსს 139 ხმა აქვს აღებული, გეგა შენგელიას – 142.

94-ე უბნის მონაცემების მხიედვით სანდრა რულოვსს მხარი 303-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, „ქართული ოცნების“ კანდიდატს კი 383-მა ადამიანმა.

98-ე უბნის მიხედვით სანდრა რულოვსს 209 ხმა აქვს, გეგტა შენგელიას 159 ხმა.

76-ე უბნის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს 269 ხმა აქვს, გეგა შენგელიას კი 415.

77-ე უბანზე ყველაზე მეტი ხმა 314 – სანდრა რულოვსმა აიღო, გეგა შენეგლიამ 282.

64-ე საარჩევნო უბნის მიხედვით, სანდრა რულოვსს მხარი 249 ადამიანმა დაუჭირა, გეგა შენგელიას კი 221.

13 ოქმის მიხედვით „ქართული ოცნების“ კანდიდატს გეგა შენგელიას 3334 ხმა აქვს მიღებული. მის ოპონენტს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს კი 2878 ხმა აქვს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები