კატარი ისრაელის თავდასხმაზე სამართლებრივ პასუხს ამზადებს
კატარის ხელისუფლება მოამზადებს იურისტთა გუნდს, რათა სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ისრაელის მიერ დოჰას საცხოვრებელ უბანზე განხორციელებულ თავდასხმაზე, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანიმ, „ალ ჯაზირას“ პირდაპირ ეთერში გადაცემულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კატარმა შექმნა იურიდიული ჯგუფი, რათა იურიდიულად უპასუხოს ისრაელის თავდასხმას“, – თქვა ალ თანიმ და აღნიშნა, რომ დარტყმა არა მხოლოდ „ჰამასის“ შტაბ-ბინაზე, არამედ საცხოვრებელ შენობებზეც განხორციელდა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.