უჩა ჯაფარიძის მიერ ფირზე აღბეჭდილი უნიკალური კადრები – ფოტოამბავი
საზოგადოება „საჩხერელი“ ქართველი მხატვრის, უჩა ჯაფარიძის უნიკალურ ფოტოებს აქვეყნებს.
„ცნობილი ქართველი მხატვარი უჩა ჯაფარიძე, რომელიც გატაცებული იყო ფოტოგრაფიით, 1955 წელს სტუმრად იმყოფებოდა სოფელ ჭორვილაში (წერეთლების უბანში). მან ფირზე აღბეჭდა „წერეთლების ციხის“ ნაშთები და სოფლის პანორამა.
იმავე წელს მან გადაიღო უნიკალური კადრი საჩხერის ცენტრში – მოხუცი სახედრით.
მადლობას ვუხდით ბატონ უტა ვერულაშვილს ამ იშვიათი ფოტოკადრების მოწოდებისთვის“, – წერია საზოგადოება „საჩხერელის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.