იან პრაუდი: თქვენს ბრწყინვალე ქვეყანაზე უზარმაზარი წნეხი მოდის ევროპიდან – „ქართული ოცნების“ მთავრობას ჩემი მხრიდან ვუყურებ ისე, რომ მათ სურთ კონცენტრაცია საქართველოზე, რომ გაუმჯობესდეს კეთილდღეობა, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები

„ქართული ოცნების“ მთავრობას ჩემი მხრიდან ვუყურებ ისე, რომ მათ სურთ კონცენტრაცია საქართველოზე, როგორ გაუმჯობესდეს კეთილდღეობა, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, – ამის შესახებ ყოფილმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდიმ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

„დიდი ცვლილებები მიმდინარეობს და თქვენს ბრწყინვალე ქვეყანაზე უზარმაზარი წნეხი მოდის ევროპული ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან. მე პირადად ამას ვხედავ როგორც გადამდგარი დიპლომატი. საქართველოს ვუყურებ, როგორც ქვეყანას, რომლის მზერაც მიმართულია მომავლისკენ. ეს არის ქვეყანა, რომელსაც სურს პოზიტიური, დიპლომატიური, ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიოსთან, ევროპის ჩათვლით, რომელიც ფეხს უწყობს იმ მოვლენებს, რომლებიც მიმდინარეობს მსოფლიოში. იგი თანამშრომლობს ჩინეთთან, სხვა ქვეყნებთან და საქართველოსთვის ბრწყინვალე შესაძლებლობები იქმნება. თუმცა, ყველაზე მეტად გჭირდებათ სტაბილურობა, რასაც მარტივად შეიძლება ძირი გამოუთხაროს ევროპის წნეხმა. თქვენი მთავრობა ცდილობს პოზიტიური ურთიერთობები ჰქონდეს ყველა ქვეყანასთან საქართველოს სასარგებლოდ.

წნეხია იმაზე, რომ საქართველო აუცილებლად ევროპის ქვეყნებთან დადგეს და არა სხვა ქვეყნებთან, დაასანქციროს რუსეთი და ჩაერთოს სისხლისგან დამცლელ ომში, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. საქართველოს, „ქართული ოცნების“ მთავრობას ჩემი მხრიდან ვუყურებ ისე, რომ მათ სურთ კონცენტრაცია საქართველოზე, როგორ გაუმჯობესდეს კეთილდღეობა, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. ყველაფერი სხვა, ეს გახლავთ კომპლექსურობა, რომელიც ნამდვილად არ დაეხმარება საქართველოს“, – აღნიშნა ყოფილმა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები