„ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, სოზარ სუბართან ერთად ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
კანდიდატმა თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მოსახლეობის პრობლემებსაც გაეცნო. გაირკვა, რომ ადგილობრივები გარე განათებების დამონტაჟებას და სკვერის რეაბილიტაციას ითხოვენ, ხოლო უმთავრესი სირთულე, რაც მათ აწუხებთ არის ის, რომ ამ ლოკაციაზე არსებულ 106-ე საჯარო სკოლას, მომეტებული კონტინგენტის გამო გაფართოება ესაჭიროება, რაც მოსახლეობის აზრით, სკოლის დამატებითი ფლიგელის აშენების გზით შეიძლება მოგვარდეს.