“ევროპული ორგანიზაციებისა და ევროპული ფორმატების ისტორიას არ ახსოვს ასეთი ზეწოლა და ბულინგი მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირი დააკვირდა საქართველოში არჩევნებს და პოზიტიური დასკვნა დადო”, – ამის შესახებ, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.
როგორც ის ამბობს, ასეთი ბულინგისა და ზეწოლის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის საქართველოში ჩამოსვლა არჩევნებისთვის გარკვეულ ეჭვებს იწვევდა მათ სამართლიანობაში.
“შეიძლება, ვინმეს არც აწყობს სახელმწიფოს მიერ ნორმალური, ევროპულის სტანდარტის არჩევნებზე დაკვირვება, რაც იმის წინაპირობას შექმნის, რომ კვლავ დადებითი დასკვნა გამოქვეყნდეს ჩატარებული არჩევნების თაობაზე”, – აცხადებს ვოლსკი.