თორნიკე ჭეიშვილი მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე: ახლოს არის ოპოზიციის მორიგი, მწარე, კრიტიკული მარცხი და მათ შავბნელ მიზნებს განხორციელება არ უწერია

„ახლოს არის მათი მორიგი, მწარე, კრიტიკული მარცხი და მათ შავბნელ მიზნებს განხორციელება არ უწერია. ახლა ცდილობენ როგორღაც ეს ღვარძლი და ბოღმა მელიქიშვილის გამზირზე ანთხიონ,“ – ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„ასევე ვიხილეთ ვანდალური აქტები რადიკალების მხრიდან, რაც ასევე არის სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედება. ახლოს არის მათი მორიგი, მწარე, კრიტიკული მარცხი და მათ შავბნელ მიზნებს განხორციელება არ უწერია. ახლა ცდილობენ როგორღაც ეს ღვარძლი და ბოღმა მელიქიშვილის გამზირზე ანთხიონ“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები