ბორჯომში 2023-2024 წლის 53 ოქროს და 13 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე საზეიმოდ დაჯილდოვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზაალ გელაშვილთან და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან, ოთარ არბოლიშვილთან ერთად ბორჯომში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოება გამორჩეული და სამაგალითო ინიციატივაა. ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათთვის მოტივაციის გაზრდა.

„აღნიშნულ ღონისძიებაზე 2023-2024 წლის 53 ოქროს და 13 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე დაჯილდოვდა. ღონისძიების ფარგლებში ასევე, მოეწყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიას სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხარაზიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები