“ნაციონალური მოძრაობაც” კი არ უჭერს ხაბეიშვილს მხარს – რაქვიაშვილი
“ნაციონალური მოძრაობაც” კი არ უჭერს ხაბეიშვილს მხარს”, – ამის შესახებ, პარტია “გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს.
ის ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ხელისუფლების რევოლუციის გზით დამხობის გეგმაზე საუბრობს და პროცესს არასერიოზულს უწოდებს.
“მე არ მგონია, რომ ეს სერიოზული პროცესია. საბოლოო ჯამში, “ნაციონალური მოძრაობაც” კი არ უჭერს ხაბეიშვილს მხარს. სხვა პარტიებიც ამბობენ, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას… რაის რევოლუცია ეს არის?!. ეს კომიკური ნაწილი უფროა, ვიდრე – სერიოზული. იმედა, ამომრჩეველი მიხვდება, რომ ორივე მხრიდან – “ქართული ოცნებისა” და ” ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან სპექტაკლი იდგმება”, – ამბობს რაქვიაშვილი.