ირაკლი ქადაგიშვილი: გახარიას გაცხადებული პოლიტიკაა, რომ იმოქმედებს ისე, როგორც ჩათვლის საჭიროდ
„დიდი ალბათობით, ისინი ამ არჩევნების დასრულების შემდეგ სიტუაციის მიხედვით იმოქმედებენ და შემოვლენ პარლამენტში,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, გახარიას პარტიის წევრებზე საუბრისას განაცხადა.
„გახარიას ის [მანდატ შეჩერებული დეპუტატების ადგილმონაცვლე] 12 შემდეგი წევრი უკვე არიან პარლამენტის წევრები, დეპუტატები არიან პარლამენტის. გახარიას გაცხადებული პოლიტიკაა, რომ იმოქმედებს იმისდა მიხედვით, როგორც ჩათვლის საჭიროდ. ამიტომაც არის, რომ ოპოზიციის ნაწილისგან წყევლა-კრულვას იმსახურებს. ამიტომ დიდი ალბათობით, ისინი ამ არჩევნების დასრულების შემდეგ სიტუაციის მიხედვით იმოქმედებენ და შემოვლენ პარლამენტში“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.