ნიკა მელია: ზესტაფონში მეორე ტური შედგება 

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ზესტაფონში მერის რიგგარეშე არჩევნები პირველ ტურში არ დასრულდება და მეორე ტურია მოსალოდნელი.

„რეალურად, ზესტაფონში ხდებოდა ის, რაც სხვა ოლქებში. მიუხედავად ჩამოსული თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა, შემიძლია გითხრათ, ზესტაფონში მეორე ტური შედგება. უბნიდან ოქმებს ვიღებთ, რიგ უბნებში იმარჯვებს ბაქარ ხიჯაკაძე, რიგ უბნებში – მმართველი გუნდის კანდიდატი, რაც ცხადყოფს იმას, რომ გარდაუვალია მეორე ტური”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ზესტაფონში მუნიციპალიტეტის მერის პოსტისთვის 16 კანდიდატი იბრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები