სანდრა რულოვსი: არაფრით მეორე ტური არ გვინდა, პირველი ტური გვაქვს მოგებული

ზუგდიდში „გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის თქმით, მეორე ტური არ იქნება და პირველივე ტურში დადგება მათთვის სასურველი შედეგი. როგორც მან აღნიშნა, თითქმის ყველგან ის ლიდერობს.
„არაფრით მეორე ტური არ გვინდა, პირველი ტური გვაქვს მოგებული. მე უკვე მომდის უბნებიდან ძალიან კარგი ციფრები. ისინი არიან შეშინებულები, ჯერ აცხადებენ ხურჩას და სხვა მუნიციპალიტეტებს, სადაც აქვთ ოდნავ უკეთესი სიტუაცია, მაგრამ ძირითადად, ყველგან ჩვენ ვართ წინ და ალბათ, ამიტომ აცხადებენ, რომ ყველგან მეორე ტურია. არაფრით მეორე ტური არ დაგვჭირდება, ჩვენ პირველივე ტურში დავდებთ შედეგს”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები