გივი მოდებაძე: ჩვენ, პირველადი მონაცემებით, ყველა უბანზე ვლიდერობთ

ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გივი მოდებაძემ საარჩევნო უბნების დახურვის გარეშე, პირველი კომენტარი გააკეთა. მოდებაძეს თქმით, “ქართული ოცნება”, პირველადი მონაცემებით, ლიდერობს.​

“მე, უპირველეს ყოვლისა, მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, ყველა ჭიათურელს, დიდი ნდობისთვის. პირველადი მონაცემებით, ყველა უბანზე ვლიდერობთ. ძალიან მალე დასრულდება ყველა უბნის დათვლა და დამაჯერებელ შედეგებს ველოდებით. ამ ეტაპზე, ცნობილია რამდენიმე უბანი და მაღალი შედეგები. ყველა უბანზე ველოდებით წარმატებას”,- განაცხადა გივი მოდებაძემ.

დღეს, საქართველოს ხუთ მინიპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე ყველა ოლქში დაიხურა და მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები