მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია გაითიშა
მარნეულის N2 საარჩევნო უბანზე, ელექტროენერგია გაითიშა.
როგორც “კვირას” მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, კობა ასანიძემ განუცხადა, ელექტროენერგია დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში იყო გათიშული და მიწოდება მალევე აღდგა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ასევე, მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე შეწყდა.