დავით ზალკალიანი : მადლობას ვუხდი საქართველოს მხარდამჭერებს ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერისთვის

0

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუმინელ, პოლონელ და თურქ კოლეგებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრი 19 აპრილს, ანკარაში, თურქეთის, პოლონეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ სამმხრივ შეხვედრას გამოეხმაურა.
„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს, საქართველოს დიდ მხარდამჭერებს, თეოდორ მელეშანუს, იაცეკ ჩაპუტოვიჩს და მევლუთ ჩავუშოღლუს, საქართველოს ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე განგრძობითი მხარდაჭერისთვის. ჩვენ, ყველა ერთად, ვქმნით მყარ საფუძველს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და მისი განუყოფელი ნაწილის – შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისათვის”, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ​
19 აპრილს, ანკარაში, სამმხრივ შეხვედრაზე, ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებმა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხიც განიხილეს და შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერი გზავნილები გააჟღერეს.

კომენტარები

კომენტარი