ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს
ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” დაწერა.
ჟვანია ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან პირველ მაისს წავა.
მისი თქმით, გადადგომის შესახებ პრეზიდენტს მარტში მიმართა.
„მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია“, – წერს ჟვანია და აცხადებს, რომ მუშაობას საპატრიარქოში გააგრძელებს.