“საქმეზე ილაპარაკე, შე ნაგავო” – დაპირისპირება პარლამენტში

0

პარლამენტში სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას სიტყვით გამოსვლისას “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიასა და “ქართული ოცნების” დეპუტატ ზაზა პაპუაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას, რომელიც სახალხო დამცველს შეკითხვით მიმართავდა, ადგილიდან უცენზურო რეპლიკებით მიმართა.
“საქმეზე ილაპარაკე, შე ნაგავო… გაატ…კა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებების საპასუხოდ, გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ დეპუტატები დაემშვიდებინა.
“ეს რობოტი ვინ იყო, რომელი ხარ, აბა, დაიყვირე? რას მიზამ? აბა, გაიმეორე ერთი. ეს ვინ არის, ახლოს ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან არის ძალიან უზრდელი. რა ვუწოდო ამ კაცს, არ ვიცი. ძალიან აღელდა ეს ხალხი, მთელ დღეს ეძინა და ახლა აღელდა. დაამშვიდეთ ეს ხალხი, ან მოდით და ახლოს დამელაპარაკეთ ხოლმე შესვენების დროს, თუ რამე პრეტენზია გაქვთ და ასე გიდუღთ სისხლი. გელოდებით ყველას, ვინც უკნიდან ყვირით ხოლმე. თუ გაჩუმდებით, დავსვამ კითხვას, მოისვენეთ, რა”, – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი