გიორგი ჩაკვეტაძე: ოპოზიცია მხოლოდ იმიტომ ყვირის, რომ ყვირილი და ხმაური საკუთარ მოვალეობად მიაჩნია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ დედაქალაქში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სატრანსპორტო, სოციალურ და ურბანული განვითარების პოლიტიკაზე ისაუბრა. ჩაკვეტაძის განცხადებით, ოპოზიცია ყველა სიახლეს აპროტესტებს, რადგან ეს საკუთარ მოვალეობად მიაჩნია.
„ხშირ შემთხვევაში, ოპოზიცია მხოლოდ იმიტომ ყვირის, რომ ყვირილი და ხმაური საკუთარ მოვალეობად მიაჩნია. ყველას აქვს პოლიტიკური არჩევანის უფლება. ერთი, რაც ნამდვილად უნდა გვაერთიანებდეს, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის მომავალია. მე ამ ადამიანებისგან ამის მზაობას ვერ ვხედავ“, – განაცხადა სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ.
გიორგი ჩაკვეტაძის ინფორმაციით, ქალაქის მართვა პრინციპულად ახალ ეტაპზეა გადასული. მან რამდენიმე პროექტი გამოყო: გენერალური გეგმა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაამტკიცა საკრებულომ; ევროპული ტიპის ავტობუსების შემოყვანა თბილისში და მეტროს სადგურებისა და ვაგონების მოდერნიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები