სანდრო თვალჭრელიძე: ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სააკაშვილი მიუღებელია და მორჩა

“ბოლო წლების მანძილზე, ვხედავთ, როგორ კარგავს რეიტინგს “ქართული ოცნება”, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იზრდება “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი”, – ამის შესახებ ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სააკაშვილი მიუღებელია.
“ბოლო წლების მანძილზე, ვხედავთ, როგორ კარგავს რეიტინგს “ქართული ოცნება”, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იზრდება “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი. ხომ, ცხადია, რომ ამ ვითომ გაერთიანებულ ოპოზიციაში მთავარი ძალა “ნაციონალური მოძრაობაა” და არა – თითოკაციანი პარტიები. წარმოუდგენელი მგონია, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომლის რესურსი ქვეყნის მოსახლეობაში 10%-ს არ სცდება, მოახერხოს ხელისუფლებაში დაბრუნება. სანდრა რულოვსის გამარჯვებაც ძალიან მეეჭვება. დიახ, ივანიშვილმა დაუშვა შეცდომები, მაგრამ ტყუილად უხარია ზოგიერთს, რომ ეს სააკაშვილის დაბრუნების წინაპირობა იქნება. სააკაშვილი ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია და მორჩა, ამას ვერანაირი ფაქტორი შეცვლის. ასევე ვიტყვი, რომ ივანიშვილს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს”, – აცხადებს თვალჭრელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები