გედევან ფოფხაძე – “ნაცმოძრაობის” რევანშისა და მობრუნების საფრთხე რეალურია!“

„ხმამაღლა ვაცხადებ, “ნაცმოძრაობის” რევანშისა და მობრუნების საფრთხე რეალურია!“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრი, გედევან ფოფხაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ იგი „ქართულ ოცნებაში“ ვერ ხედავს ძალას, რომ “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებას წინააღმდეგობა გაუწიოს.
„ქართულ ოცნებაში” ვერ ვხედავ ძალას, რომელიც “ნაცმოძრაობას” ხელისუფლებაში მობრუნების საშუალებას არ მისცემს! თუ ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური პროცესი არ დაიწყო და არ გამოჩნდა ძალა, რომელიც თავის თავზე აიღებს სიტუაციის მართვას, “ნაცმოძრაობის” შეჩერება შეუძლებელი იქნება! ბოკერია და კობახიძე პარლამენტში კარგად თანამშრომლობდნენ, მაგრამ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ბოკერიას თანამშრომლობასა და ფარულ შეთანხმებას გამოვრიცხავ! ბოკერია სააკაშვილში კონკურენტს ხედავს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, მაინც სააკაშვილის მხარი დაიჭირა. წარმოუდგენელია, ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდებოდეს, რომ ბოკერიას ნდობა არ შეიძლება!”, – აცხადებს გედევან ფოფხაძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები