“სანდრა რულოვსმა ზუგდიდის კარი თუ გააღო, პოლიტიკურ ნაბიჯებსაც გადადგამს და უკრაინულ მაიდანს მოაწყობს”

„სანდრა რულოვსმა ზუგდიდის კარი თუ გააღო, პოლიტიკურ ნაბიჯებსაც გადადგამს და უკრაინულ მაიდანს მოაწყობს“, – აცხადებს ამერიკელი ჟურნალისტი და ჟურნალ „ვეტერენს თუდეის“ საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელი, ჯეფრი სილვერმანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ დღევანდელ ინტერვიუში.
როგორც ჯეფრ სილვერმანი გამოცემასთან განმარტავს, სამეგრელოში ადგილობრივი მოსახლეობის გულშემატკივრობა სანდრა რულოვსის მიმართ პარტია „ქართული ოცნების“ ბრალია.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საქმიანობით ადგილობრივ მოსახლეობას თავი შეაძულა და ურჩევნიათ, ისევ სანდრა რულოვსის „დამტვრეულ ქართულ მეგრულს“ უსმინონ.
„სამეგრელოში სანდრა რულოვსის გულშემატკივრობა ისევ „ოცნების“ ბრალია. მათ ხალხს იმდენად შეაძულეს თავი, რომ ისევ რულოვსის დამტვრეულ ქართულ „მეგრულს“ მიუბრუნდნენ. არადა, სამეგრელომ ყველაზე მეტად იწვნია სააკაშვილის რეჟიმის საშინელება – კაცების გაუპატიურებითა და მკვლელობით დაწყებული კასრებში დამალული ვიდეოჩანაწერებით დამთავრებული. ახლა ხალხს ამ ყველაფერს ავიწყებენ და რულოვსის მეგრულ სიმღერებს ასმენინებენ. არც მიკვირს ამ რეგიონში მისი ამბიციები. თავის დროზე მეგრული ენაც ხომ სპეციალურად შეისწავლა, კონკრეტული სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა და მის ამოცანას არამარტო სააკაშვილის მართვა წარმოადგენდა, არამედ საქართველოში ეფექტური დესტაბილიზაციის მოწყობაც მოახერხა კიდეც, ამისთვის იყო გაწვრთნილი. სამეგრელო ყოველთვის წყვეტდა საქართველოს ერთიანობის საკითხს. ახლა იქ მგლების დიდი ხროვაა შეკრებილი, ერთად მუშაობენ და საკუთარ ინტერესებს კბილებით იცავენ. არადა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ სანდრა რულოვსი არც სამეგრელოსა და არც სრულიად საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს. სანდრას ვინაობის შესახებ რუსულ სპეცსამსახურებს -„ფესბესა“ და „გრუს“ უნდა ჰკითხოთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გულუბრყვილო მეუღლე არ გეგონოთ, მაფიის სტრუქტურებთან შეკრული აგენტი და ორგანიზებული დანაშაულის მონაწილეა“, – განაცხადა ამერიკელმა ჟურნალისტმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
გარდა ამისა, ამერიკელი ჟურნალისტი ამავე ინტერვიუში საქართველოში დესტაბილიზაციას აანონებს.
„ახლა თუ სამეგრელოში სანდრა რულოვსმა გაიმარჯვა და ზუგდიდის მერის კარი გააღო, იცით, რა მოელის საქართველოს? – იგი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს, დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადმოინაცვლებს და უკრაინულ მაიდანს მოაწყობს, მერე ნახეთ სნაიპერები შენობების თავზე. ხმამაღლა ვამბობ, გამოფხიზლდეს მთავრობა, ხალხის გვერდით დადგეს და ძალიან სერიოზულად მიუდგეს რულოვსის საარჩევნო კამპანიას“, – აცხადებს ჯეფრი სილვერმანი ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები