“ელმავალმშენებელ” ქარხანაში მომხდარი ჩხუბის შედეგად დაშავებულს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა

„ელმავალმშენებელ” ქარხანაში ინციდენტი მოხდა.
“კვირას” ინფორმაციით, ერთ-ერთი განყოფილების უფროსსა და მის მოადგილეს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ, ქარხნის პერსონალი, თანამდებობის პირი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.

ინციდენტი დღეს ნაშუადღევს, ქარხნის შესასვლელში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ქარხნის დაცვის უფროსი, რუსეთის მოქალაქე, ანდრეი ფატიევი და მისი მოადგილე, გიორგი თორდინავა დაუპირისპირდნენ. მათ შორის დაწყებული სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც ფატიევმა სხეულის დაზიანება მიიღო. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟიც იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილს სისხლის ლაქები, ამ დრომდე, ამჩნევია.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126 -ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ცნობისთვის, სს“ელმავალმშენებელი“ ქარხანა “ნაციონალური მოძრაობის“ დროს რუსეთის მოქალაქეზე გასხვისდა. ქარხნის მმართველი ილარიონ ტუგბაევი უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოში არ იმყოფება და თანამშრომლებთან კონტაქტი არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები