ზაალ ანჯაფარიძე: უსაფრთხოების გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე თავის ახალ ამპლუაში იქნება აშშ-ში ფუნქციონირებადი მონათესავე სტრუქტურების ქართული ანალოგის ხელმძღვანელი, ის საკუთარ თავში გააერთიანებს ტულსი გაბარდის და მარკვინ მალინის ფუნქციებს – ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრუქტურების კოორდინაციას

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მამუკა მდინარაძე უსაფრთხოების მიმართულებით ახალ ამპლუაში იმუშავებს და აშშ-ში მოქმედი მონათესავე სტრუქტურების ქართული ანალოგის ხელმძღვანელი გახდება.

ანალიტიკოსის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურების კოორდინაციას გააძლიერებს და უწყებათაშორის თანამშრომლობას უფრო ეფექტიანს გახდის.

„უსაფრთხოების გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე თავის ახალ ამპლუაში იქნება აშშ-ში ფუნქციონირებადი მონათესავე სტრუქტურების ქართული ანალოგის ხელმძღვანელი. ის საკუთარ თავში გააერთიანებს ტულსი გაბარდის და მარკვინ მალინის ფუნქციებს – ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრუქტურების კოორდინაციას. ვუსურვოთ წარმატება ახალ ასპარეზზე, ჩვენს თავს კი მეტი უსაფრთხოება და სიმშვიდე“, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები