პარიზის წიგნის ფესტივალზე ქართული სტენდის სლოგანი იყო: „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“

2026 წელს პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა. ქართული სტენდის სლოგანი იყო: „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წარადგინა თავისი გამოცემები:
„ალექსანდრე დიუმა საქართველოში” (ამონარიდი 1859 წლის ფრანგული გამოცემიდან);
„საქართველო ჟიულ მურიეს ილუსტრირებული კავკასიის ფურცლებზე“.
ღია ბარათების კომპლექტი „30 გზავნილი საქართველოდან: ჟან ბატისტ ტავერნიე, შევალიე შარდენი, შევალიე გამბა, ალექსანდრე დიუმა, ბარონ დე ბაი“;
ქეთევან კვანტალიანის ავტორობით შედგენილი ღია ბარათების კომპლექტი „ალექსანდრე დიუმას მოგზაურობა საქართველოში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები