„ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ დირექტორი: “საჭიროება დადგა, ტექინსპექტირების საფასური გადაიხედოს, საუბარი გვაქვს 30 ლარით გაძვირებაზე”

ავტომობილების ტექინსპექტირება, შესაძლოა, 30 ლარით გაძვირდეს. ამის შესახებ „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“5 წელია, რაც ტექინსპექტირების რეფორმა დაიწყო. უკვე საჭიროება დადგა, რომ საფასური გადაიხედოს. აქამდე არ გადახედილა. ტექინსპექტირების ცენტრებიდან გადინების პროცენტი მაღალია. პერსონალის გადინება შარშან , დაახლოებით, 57-59 % იყო, რაც კატასტროფულად მაღალია.

ტექინსპექტირების ცენტრებს უჭირთ კადრების მოზიდვა იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც მათ დღეს გააჩნიათ. ტექინსპექტირების საფასური თუ არ იქნება გადახედილი, ჩვენ საუბარი გვაქვს 30 ლარით გაძვირებაზე, ტექინსპექტირების ცენტრებს იმ რეალობაში ძალიან გაუჭირდებათ, რაზეც მანამდე ვისაუბრეთ. მით უმეტეს, გამკაცრებული მონიტორინგის ფარგლებში, კომპეტენტური პერსონალის ყოლა უფრო მეტად კრიტიკული ხდება. აქედან გამომდინარე, საჭიროება დგას იმისა, რომ პირველადი ტექინსპექტირების საფასური გადაიხედოს, რათა ცენტრებმა დაამაგრონ კვალიფიციური თანამშრომლები და არ მოხდეს მათი კომპანიებიდან გადინება.
ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ვფიქრობ, 2025 წლიდან აღნიშნული საკითხი აქტუალური იქნება და დადებით შეთანხმებას მივაღწევთ.  კონსულტაციები ეკონომიკის სამინისტროსთან მიდის,  ჩვენ მაქსიმალურად  მივაწოდეთ  ინფორმაცია, რა არის საჭირო, თუ რატომ დადგა ამის მოთხოვნა  სექტორის მხრიდან”, – განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები