გია ჯიჭონაიას ,,ადამიანური ყოფის გულსაკლავი სანახაობა"

     დღევანდელი ,,პერსონაგია ჯიჭონაიაა. თებერვალში მისი ნაწერების და, შეიძლება ითქვას, მისი ცხოვრების ხუთტომეული გამოდის, სადაც ნოველებში, მოთხრობებსა და სონეტებში მისი განცდილი და ნაფიქრია მოქცეული.

– ბატონო გია, მალე ხუთ ტომად თქვენი ადამიანური ყოფის გულსაკლავი სანახაობაგამოვა. ეს წიგნები, ამავე დროს, თქვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპსაც გამოხატავს
– დიახ, თებერვლის შუა რიცხვებში ხუთ ტომად  „ადამიანური ყოფის გულსაკლავი სანახაობა“ გამოდის. პირველში სონეტებია წერილები ბედნიერებას და” მთვარის აბაზანები” – ლექსი პროზად. მეორეში ნოველები და მოთხრობებია, რომლებიც მხოლოდ ქალთა ცხოვრებას ეძღვნება. მესამე ტომს ჰქვია “უკანასკნელი გასეირნება” და მასში მოთხრობები, ნოველები და ლიტერატურული ზღაპრებია, რომლებიც ოთხმოცდაათიან წლებში შეიქმნა. მეოთხე ტომი “ოქროს ხანაა”, რომელიც ჩემი შემოქმედების ოქროს ხანადაც შეიძლება ჩაითვალოს. მეხუთე წიგნშია “ჩემი ხეტიალის თანამგზავრი აზრები” და “ერთხელ წმინდა სამების კოლეჯში” ლექსი პროზად, რომელიც ჯორჯ ბაირონს ეძღვნება..
თქვენი პირველი წიგნი კი ,,მსურდა ლოცვაიყო
– პირველი ჩემი წიგნი “მსურდა ლოცვა” იყო, რომელიც  “მერანმა“ 1990 წელს გამოსცა. მაშინ ოცდაერთი წლის ვიყავი. მთელი წიგნი საქართველოს სიყვარულითაა გაჟღენთილი და ეს წინასიტყვაობაშიც ასე გამოვხატე: “ჩემი სევდიანი ლექსების წიგნი, როდესაც შენს სასთუმალთან ღამეს გაათევს და შუაღამისას მოგიყვება სიყვარულზე და სიძულვილზე, რომელიც ყოველ ჩვენგანს განუცდია, სიკვდილზე და არგათენებელ დილაზე, რომელიც ყოველ ჩვენგანს ელის, საქართველოს ძლიერებაზე, რომელიც ჰქონდა და აღარ აქვს,- ატირდები… და მე მინდა, რომ იმ ცრემლებში სიყვარულის რწმენა დაიბადოს, სიძულვილის ძლევისა და საქართველოს ძლიერების აღდგენის რწმენა…
 – ბატონო გია, ნუთუ მხოლოდ გულსაკლავია ადამიანური ყოფა?
– ამ კითხვაზე ასე გიპასუხებთ: აბა, რა არის? ამიტომაც აქვთ ჩემს წიგნებს საერთო სათაურად – “ადამიანური ყოფის გულსაკლავი სანახაობა“, ადრე მასხარაობა ერქვა, მერე – კი შევცვალე. ადამიანის ცხოვრება ხომ დარდებისა და ოცნებების, ღიმილებისა და ცრემლების თაიგულისაგან შედგება. ღიმილს ცრემლი მოსდევს, ცრემლს ღიმილი და ასე მონაცვლეობით. ეს ყველაფერი კომედიაა, ტრაგიკული კომედია, სადაც ყველა ერთმანეთს ატყუებს და წარმატებაც როლების საუკეთესოდ შესრულებაშია. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ამ კომედიის ბოლო გვერდი აუცილებლად ტრაგედიით მთავრდება. აქ ადამიანები მგლური წესებით ცხოვრობენ. ადამიანები ყოველ ნაბიჯზე თვალთმაქცობენ, იტყუებიან და მიზნის მისაღწევად ნებისმიერ საშუალებას ამართლებენ… ამიტომაც დავარქვი მე ამ ყველაფერს ასეთი სახელი…ადამიანური ყოფის გულსაკლავი სანახაობა.
მაშინ ახლა ლოგიკურია ასეთი შეკითხვა:ადამიანური ყოფის სანახაობაშიშემოქმედი ბედნიერი ადამიანია?
– ბედნიერების რა მოგახსენოთ?… არის კი ადამიანი რეალურად ბედნიერი? ზოგი პატარა სასიამოვნო წუთებს არქმევს ბედნიერებას. ჩემი აზრით, ბედნიერებაა, როცა ჯანმრთელი და კარგი შვილები გყავს და მათი სიხარულით ხარობ. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, თან განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი პატარები არიან. ბედნიერებაა, როდესაც ხელოვანი ხარ და ხელოვნებით ცხოვრობ. განსაკუთრებით სასიამოვნოა და აღმატებული ის წუთები, როდესაც რაღაცას ქმნი: მოთხრობას, ჩანახატს ან ლექსს წერ.
გია ჯიჭონაიას პირადი ბედნიერება როგორია?
– ჩემი ბედნიერება იმ სამყაროშია, რომელშიც ყოველდღიურად ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე, შვილები… მეუღლე სპეციალობით ბიოლოგია. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეწერა. როცა მიჭირდა, გვერდში მედგა. კარგად მოგეხსენებათ, ცხოვრებაში და მით უფრო იმ გაჭირვების წლებში, ხელოვანის ცოლობა ადვილი საქმე არ არის… მყავს გოგო-ბიჭი. გოგონა ლიტერატურის სიყვარულში მე დამემსგავსა, თორმეტი წლის იყო, როცა პირველი წიგნი გამოსცა. ახლა მეათე კლასშია და მეორე წიგნი ინგლისურ-ქართულად აქვს გამზადებული. კარგად ფლობს რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ ენებს, აგრეთვე საუბრობს იტალიურად და ესპანურად. ენების სიყვარული მისი ჰობია. ამბობს, რომ ყველა ენა უნდა ვისწავლოო, რაზეც სახლში გვეცინება. ბიჭი ჯერ ოთხი წლისაა…
 – რაზეა თქვენი “21-საუკუნის ქალთა ილუზიები“?
 – ჩემს მეორე ტომში, რომელსაც “21-ე საუკუნის ქალთა ილუზიები“ ჰქვია, ნოველები და მოთხრობებია გაერთიანებული და ის ქალთა ცხოვრებას ეძღვნება. მასში საუბრებია ქალის სილამაზეზე. სიყვარულსა და აგრეთვე თავის მოვლაზე, იმაზე, თუ როგორ უვლიდა სუსტი სქესი ძველად, საუკუნეების მიღმა თავს და ახლა როგორ უვლიან… ასევე საუბრებია სხვადასხვა დიეტაზეც, ამიტომ ეს წიგნი, ვგონებ, ქალბატონების საყვარელი წიგნი გახდება.
– ამდენი სასიყვარულო სონეტის ავტორი ხართ და მათ ადრესატზე, ანუ საყვარელ ქალბატონზე რას იტყვით, როგორ დაიწყო თქვენი სიყვარული?
– თამარ ჯინორიაა ჩემი მომავალი მეუღლე. მაშინ თბილისში ცხოვრობდა და სწავლობდა. იმ პერიოდში თავს ძალზე ბევრი ფათერაკი გადამხდა, ჩხუბები, დებოში და რა ვიცი… ერთ დღეს დედაჩემმა ასეთი სიურპრიზი გამიკეთა. ჩემი დაქალის სახლში წამიყვანე, მანქანით, სენაკშიო…ჰოდა, წავიყვანე. იქ კი, სენაკში, ამ დროს   ჩამოსული იყო ჩემი მომავალი ცხოვრების თანამგზავრი. უნივერსიტეტის დამთავრების მერე ხარისხის დაცვას აპირებდა, როდესაც ერთმანეთი გავიცანით და შეგვიყვარდა. ერთმანეთს ლექსებს ვუწერდით. მახსოვს, ის ჩემს ლურჯ თვალებს უძღვნიდა ლექსებს, მე კი, – მის შავ თვალებს. თან ხომ იცით, სიყვარული, სადაც არ ელოდები, სწორედ იქ გეწვევა და თავბრუს გახვევს. ის რომ არ ყოფილიყო, ისეთი არეული ცხოვრებით ვცხოვრობდი,- მე კარგა ხნის გარდაცვლილი ვიქნებოდი. საშინელი დრო იყო, სამოქალაქო ომის წლები.. მალე დავინიშნეთ და ვიქორწინეთ. ის ზუგდიდში წამოვიდა. ახლა ხუმრობს, ორი დისერტაცია დავიცავიო: ერთი ნინოზე, ჩვენს გოგონაზე ამბობს, მეორე გიორგიზეო…
 – სონეტი, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს თქვენს სათქმელს...1080390_695503663814132_1491372351_n
– ამ სონეტს ,,ცხოვრების ეპიტაფია“ დავარქვი და მოგახსენებთ:
 “გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე სიარულია
მუდამ ღელვაში მოქცეული ჩვენი ცხოვრება,
უდაბნო სულში კაკტუსს მუდამ ემახსოვრება,
რაიც ამ ქვეყნის ოაზისში სიზმრად უვლია.
თუ სიხარული ყველა მხრიდან დახანჯლულია,
ჩუმი ენები მიუშვიათ ვერაგ მსტოვრებად,
ან ამ სიკვდილსაც ასე რაღა ემათხოვრება,
ყველა ღიმილი როცა მისგან დაღარულია.
გარს ირევიან შურიანი ნაძირალები,
კვლავ კინკლაობა მათთან, ყველას ვერ უმკლავდები.
რაკი ცხოვრება ნაკვერჩხლებზე ეტრფის კაფიას,
გავარვარებით ამოგიწვავს თუ ფეხისგულებს,
შენ მორიგ დღეს კი ტკბილ მეგობრად მაინც იგულებ, –
რახან ესაა ამ ცხოვრების ეპიტაფია.
მეჩვენება, სხვა საუკუნეში დაბადებას ინატრებდით
– ბავშვობაში, მართლაც, ვოცნებობდი წინა საუკუნეში ცხოვრებას, მაგრამ წიგნში”ოქროს ხანა” სხვა რამ იგულისხმება. აქ ადამიანის განვითარების ოქროს ხანა ვიგულისხმე და ის, რომ ადამიანი უნდა დარჩეს ადამიანად, ყოველთვის ეცადოს, კარგი იყოს, რომ სიკეთე აუცილებელია, ყველასათვის,- რადგან ადამიანობა, პირველ რიგში, სიკეთეს ნიშნავს. ადამიანს გაანალიზების უნარი უნდა ჰქონდეს, რათა კარგისა და ცუდის გარკვევა შეძლოს. კიდევ სულიერ ძალაზეა ჩემი ,,ოქროს ხანა“,- როცა კაცები იცრემლებიან,- ამის გამო, ისინი სუსტ ადამიანებად მიაჩნიათ, -არადა, ამ შემთხვევაში ცრემლი, დიდი გრძნობის შედეგია,- სწორედ ამაზეა ოქროს ხანა…
მინდა, რომადამიანური ყოფის გულსაკლავი სანახაობისავტორს ვკითხო: საიმედო მეგობრობის თუ სჯერა?
– ამ ქვეყნად ყველაზე პატივსაცემი მეგობრობის გრძნობაა,- ამას ეუბნება ჩემი ერთი გმირი მეორეს, იმისი არ იყოს, მეც ძალიან ვაფასებ ამ გრძნობას. როცა ადამიანთა ურთიერთობა მხოლოდ საჭიროებიდან გამოდინარეობს, მაშინ ადამიანიც მხოლოდ იმის მიხედვით მოქმედებს, თუ ვინ და როგორ სჭირდება. მყავს სამი-ოთხი საუკეთესო მეგობარი, რომლებიც მთელი ცხოვრება მომყვებიან. მე თვითონ განსაცდელის წინ უკან დახევა არ მჩვევია. საერთოდაც, ცხოვრებაში არასოდეს მიყვარდა მშიშარა ხალხი, რადგანაც ყველაზე საშიში მშიშარა და მატყუარა ადამიანია. ისინი ყველას და ყველაფერს შეუძლიათ, რომ ამოეფარონ და საკუთარი თავის გადასარჩენად ათასგვარი სისულელე მოიგონონ.
რაზე ოცნებობს პოეტი?
– რაზე უნდა ოცნებობდეს ქართველი? პირველ რიგში, საქართველოს გამთლიანებაზე. სოხუმში, სადაც ბავშვობა გავატარე, როცა ამაყად და თავისუფლად გავივლი, აი, ამაზე ვოცნებობ…

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები