უკრაინამ არქტიკაში მოქმედი 36 რუსული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინამ სანქციები დაუწესა 36 რუსულ კომპანიას, რომლებიც არქტიკაში რესურსების მოპოვებით არიან დაკავებულნი, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბრძანებულების თანახმად, სანქციები დაუწესდა არქტიკაში რესურსების მოპოვებით დაკავებულ რუსულ სუბიექტებს. მათ შორის იყო 18 ფიზიკური და 36 იურიდიული პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსული ენერგორესურსების მოპოვებასა და ექსპორტში, ასევე სამხედრო საინჟინრო აღჭურვილობის შემქმნელები და მწარმოებლები.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სანქციები დაეკისრათ იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სამრეწველო კვლევებით, გეოლოგიური დაზვერვით, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ათვისებით და ნედლეულის წარმოებით და რომლებიც საზღვაო სატრანსპორტო მარშრუტებით სანქციების გვერდის ავლით, შუამავალი კომპანიების გამოყენებით, რუსული ნახშირის ექსპორტში მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები