ლევან ჭოტორლიშვილი – EMAAR-თან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე: მათი მოქმედების მიზანი გასაგებია – გვევლინებიან მხსნელებად, რომ საზოგადოებას იცავენ, მაგრამ ვინ დაიჯერებს ამას?! ინვესტიცია ნიშნავს ეკონომიკის გაძლიერებას, ეს აუცილებელია

მიზანი მათი მოქმედების არის გასაგები – რაღაცნაირად თვითონ მოგვევლინონ მხსნელებად, რომ საზოგადოებას იცავენ, მაგრამ ვინ დაიჯერებს ამას?! იმიტომ, რომ ლაპარაკია ხალხზე, რომელიც ცოტა ხნის წინ უკიდურესად ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის მომხრეები იყვნენ და ფაქტობრივად, გახსნილი, ღია საზღვრების პრინციპებს ემხრობოდნენ, – ამის შესახებ პროფესორმა ლევან ჭოტორლიშვილმა „EMAAR ჯგუფის“ უპრეცედენტო ინვესტიციასთან მიმართებაში რადიკალების სპეკულაციებთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტიციებზე დგას ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა.

„ჩვენ ეს საუბარი უნდა გადავიყვანოთ რაციონალურ სფეროში. ეს ემოციური კომპონენტი უნდა განვაცალკეოთ. როდესაც ადამიანები იწყებენ ყველაფერზე ემოციურად მსჯელობას, ძალიან იოლია მერე შეცდომების დაშვება. უნდა შევხედოთ სხვა ქვეყნები რას აკეთებენ. ყველა ქვეყანა ცდილობს მიიზიდოს რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია. აშშ არის ამის კარგი მაგალითი. ინვესტიცია ნიშნავს ეკონომიკის გაძლიერებას. ეს არის აუცილებელი. ნიშნავს მეტ სუვერენიტეტს, ნიშნავს დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ლევან ჭოტორლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები