ტრამპი პელოსის პენსიაზე გასვლას ამერიკისთვის დიდებულ მოვლენად მიიჩნევს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, დემოკრატი კონგრესმენის ნენსი პელოსის პენსიაზე გასვლა ამერიკისთვის „შესანიშნავი მოვლენაა“.
„ნენსი პელოსის პენსიაზე გასვლა ამერიკისთვის შესანიშნავი მოვლენაა“, – თქვა ტრამპმა და მას „ბოროტი, კორუმპირებული და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის ცუდ რამეებზე ორიენტირებული“ უწოდა.
„ის სწრაფად კარგავდა კონტროლს თავის პარტიაზე. ძალიან ვამაყობ, რომ მან ორჯერ გამომიცხადა იმპიჩმენტი და ორივეჯერ სავალალოდ დამარცხდა. ნენსი პელოსი ძალიან გადაჭარბებულად შეფასებული პოლიტიკოსია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ 2027 წლის დასაწყისში, მისი ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობას დატოვებს