ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი: თუ ევროპა რუსეთზე ზეწოლას არ გააძლიერებს, უკრაინას მარადიული ომის საფრთხე ემუქრება

უკრაინა მარადიული ომის და ტერიტორიის ნელი ეროზიის წინაშე დგას, თუ ევროპა მკვეთრად არ გააძლიერებს რუსეთზე ზეწოლას, – ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ ჯარების განლაგებით და ნატოს ტერიტორიაზე რაკეტებისა და დრონების ფარის შექმნით უნდა დაიცვას უკრაინა რუსეთის მიერ მის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან.

ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც ნატოს ამ თანამდებობას 2009 წლიდან 2014 წლამდე იკავებდა, ხოლო 2001 წლიდან 2009 წლამდე დანიის პრემიერ-მინისტრი იყო, გამოცემა „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ პოლონეთის მსგავსი ქვეყნები დათანხმდებიან ასეთი საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებას, რუსეთი მიხვდება, რომ მათზე თავდასხმა მთელ ნატოს ალიანსზე თავდასხმა იქნება.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელ [ხალხს] რუსული რაკეტებისა და დრონებისგან თავის დაცვაში საჰაერო ფარის შექმნით, რაც უკრაინელებს რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებაში დაეხმარება. უკრაინის მეზობელი ნატოს ქვეყნები შეიძლება იყვნენ ნატოს საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო სისტემის განლაგების ადგილი“, – თქვა მან.

რასმუსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს და მოუწოდა, გაყინული რუსული აქტივები უკრაინისთვის გამოიყენონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები