გიორგი ვოლსკი – ბრალდებულ ოპოზიციონერებზე: თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან ვის უფრო მეტი რესურსი აქვს, რომ დესტრუქციული იყოს

თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან ვის უფრო მეტი რესურსი აქვს, რომ დესტრუქციული იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებსაც ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულის საქმეზე დღეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

„გენერალურმა პროკურორმა რაც ჩამოთვალა, ეს ყველაფერი მათ თავად აქვთ განცხადებული, თანაც გაცილებით მეტი სიმძიმე აქვთ აღებული საკუთარ თავზე. ერთმანეთს თითქოს ეჯიბრებიან, ვის უფრო მეტი რესურსი აქვს, რომ დესტრუქციული იყოს, ქვეყანას ზიანი და ზარალი მიაყენოს, ომში ჩართვიდან დაწყებული ეკონომიკური ზიანის მიყენებით“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები