პოლონეთი უნივერსალური სამხედრო წვრთნების მასშტაბურ პროგრამას იწყებს

პოლონეთი უნივერსალური სამხედრო წვრთნების საპილოტე პროგრამას – wReady-ს იწყებს, რომელიც ყველა ზრდასრულ მოქალაქეს ერთდღიან კურსს შესთავაზებს.

როგორც RMF24 იუწყება, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

„თითოეული ჩვენგანი მოწოდებულია, ვიზრუნოთ ჩვენს სამშობლოზე. ყველა არ იმსახურებს ჯარში, ყველა არ გახდება ჯარისკაცი, ყველა არ დადებს ფიცს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს უნარები, ცოდნა და პრაქტიკული გაგება, თუ როგორ მოვიქცეთ რთულ სიტუაციებში“, – თქვა მან.

wReady-ის ყოვლისმომცველი თავდაცვის სასწავლო პროგრამა 22 ნოემბერს დაიწყება და 14 დეკემბრამდე გაგრძელდება. მონაწილეობის უფლება პოლონეთის ყველა ზრდასრულ მოქალაქეს აქვს, თუმცა საპილოტე ფაზაში მონაწილეთა რაოდენობა 25 000-მდეა. ტრენინგი მხოლოდ შაბათ-კვირას ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები