სასამართლომ დავით მიქაძეს და დავით ჩუბინიძეს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით მიქაძეს და დავით ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, ჯგუფურად იარაღის შენახვა-გასაღების ფაქტს.

დავით მიქაძის ადვოკატის განცხადებით, პროკურორმა დღევანდელ პროცესზე ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დანაშაულის არსებობის შთაბეჭდილებას მაინც შექმნიდა.

მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს პატიმრობის სახით უმკაცრესი სასჯელი შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები