ტრამპი თეთრ სახლში ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის ლიდერს უმასპინძლებს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის ლიდერებს თეთრ სახლში უმასპინძლებს.

ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებთან გამართული მოლაპარაკებები, უმეტესად, ცენტრალური აზიის უზარმაზარ წიაღისეულ რესურსებს შეეხება.

ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის ლიდერები თეთრ სახლში ტრამპთან ერთად ვახშამსაც დაესწრებიან.

“როიტერი” აღნიშნავს, რომ დასავლური ქვეყნები წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების მოსკოვისა და პეკინის გავლენისგან დაცვას ცდილობენ. განსაკუთრებით კი, აშშ ახალი პარტნიორობის დამყარებას ცდილობს, რათა კრიტიკული მინერალების, ენერგორესურსებისა და სახმელეთო სავაჭრო მარშრუტების უსაფრთხოება უზრუნველყოს, რომლებიც მის გეოპოლიტიკურ მეტოქეებს გვერდს აუვლის.

ამასთან, ამერიკელმა სენატორებმა სენატში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც აღნიშნული ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების გაუქმებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები