კახა კალაძე დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

    კოალიცია „ქართული ოცნების“ სააჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე სამების საკათედრო ტაძარში ბაბაბუშერას აეროპორტში დაღუპული ქართველი გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
31 გმირი მეომრის ცხედარი თბილისში რამდენიმე დღის წინ აფხაზეთიდან, ბაბუშერას სასაფლაოდან ჩამოასვენეს. ცხედრების ჩამოსვენება ქართულ-აფხაზური კომისიის შექმნის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ქართული თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად, სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში 1993 წლის 22 სექტემბერს 92 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები