“ჩვენ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ვაზის გაშენებას“

   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თელავში დღეს შპს „ვაზიანის“ ღვინის ქარხანა დაათვალიერა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით შენდება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილს ქარხნის დირექტორმა ლევან ფაღავამ განუმარტა, მშენებლობა 2013 წლის თებერვალში დაიწყო, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში კი ქარხანამ მილიონი ლარის ოდენობის სესხი მიიღო. შარშან ქარხანამ გლეხებისგან 1300 ტონა ყურძენი ჩაიბარა, წელს ამ რიცხვს გააორმაგებს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მთავრობის ინიციატივები მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების შესაძლებლობას აძლევს და ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ ახალ სახელმწიფო პროგრამაზე – „აწარმოე საქართველოში, რომლის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია.
„ჩვენ უფრო და უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ვაზის გაშენებას, მოსავლის რეალიზებას, ხარისხის ზრდასა და პროდუქტის მსოფლიო ბაზარზე გატანას. ქარხნები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ ამ ჯაჭვში, ასაქმებენ ადამიანებს და საშუალებას აძლევენ გლეხებს ადგილზევე მოახდინონ საკუთარი მოსავლის რეალიზება უპრობლემოდ და საბაზრო ფასში“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები