ირაკლი ღარიბაშვილი ალავერდის მონასტერს სტუმრობდა

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ალავერდის მონასტერს სტუმრობდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს მეუფე ალავერდელმა უმასპინძლა და მონასტერი და მის ტერიტორიაზე არსებული მარანი დაათვალიერებინა.
მეუფემ მთავრობის მეთაურს მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ მეურნეობასა და მეფუტკრეობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
ირაკლი ღარიბაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მიღებული ნაყოფი სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ქართულ ტრადიციულ წარმოებაში და ადამიანებსაც დამატებით სტიმულს აძლევს.
მთავრობის მეთაური მონასტრის ტერიტორიაზე შეკრებილ სასულიერო პირებსა და მრევლსაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული წარმოების აღორძინება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამგვარი მეურნეობები მისაბაძი მაგალითის როლს ასრულებს.
ალავერდის მონასტერში ასევე იმყოფებოდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და სან-მარინოს საპატიო კონსული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები