პრემიერი თელავს ეწვევა
რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კახეთის რეგიონს ეწვევა. პრემიერი საგარეჯოში სოფელ ლამბალოს მშენებარე სკოლას დაათვალიერებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. დაგეგმილია თელავის საავიაციო უნივერსიტეტში სტუმრობა. მთავრობის მეთაური ღვინის ქარხანასაც მოინახულებს, ახლად გაშენებულ ვენახებს დაათვალიერებს და მევენახეებს შეხვდება.