სასტუმრო „რიქსოსი ლიკანის” ძირითადი სამუშაოები დასრულებულია

   ლიკანში მშენებარე სასტუმრო „რიქსოსი ლიკანი”-ს ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და მისი გახსნა წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ამის შესახებ “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომელმაც სამშენებლო სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრს დაათვალიერებინა და პროექტის დეტალები გააცნო.
“ამჟამად ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და დაწყებულია შიდა აღჭურვის სამუშაოები, რომელსაც თურქული კომპანია “დეკონი” უზრუნველყოფს. სამუშაოებზე ყოველდღიურად 150-მდე ადგილობრივია დასაქმებული, ხოლო სასტუმროს გახსნას წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ, სადაც უკვე მუდმივად 300-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული” , – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
152-ნომრიანი სასტუმრო აღჭურვილი იქნება დასვენებისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურით და დამსვენებლებს შესთავაზებს მრავალფეროვან სპა-პროცედურებს. კომპლექსში შესაძლებელი იქნება სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებაც.
ლიკანის სასტუმროს კომპლექსის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 38,5-მლნ. აშშ დოლარია. ფონდის თანამონაწილეობა პროექტში 50%-ია.
ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სამშენებლო სამუშაოები ასევე მოინახულა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

10356610_754427301246432_986025029_n 10362987_754427164579779_1223139642_n (1) 10388383_754427361246426_1019819545_n 10396481_754427224579773_1604592901_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები