პრემიერმა ლიკანში მშენებარე სასტუმრო “რიქსოსი ლიკანი” დაათვალიერა

     საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიკანში მდებარე მშენებარე სასტუმრო “რიქსოსი ლიკანი” დაათვალიერა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტს საპარტნიორო ფონდი ყაზახურ მხარესთან ერთად ახორციელებს. პრემიერი სამშენებლო სამუშაოებით დაინტერესდა. როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემ პრემიერს განუმარტა, მშენებლობაზე ყოველდღიურად 150 ადგილობრივი მუშაა დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები